Deepalრატომ ChinaCars.ge
ჩინური ავტომობილის შერჩევა, შეძენა და მიწოდება საქართველოში, ერთიანად, გამჭვირვალე პროცესითა და გამოცდილ გუნდთან ერთად.
როგორ შეიძინოთ ავტომობილი ჩინეთიდან
დაგვიკავშირდით
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ - განვიხილავთ თქვენს მოთხოვნებს და ვუპასუხებთ ყველა კითხვას.
ავტომობილის შერჩევა
შეგირჩევთ მოდელს, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებსა და ბიუჯეტს.
დოკუმენტები და გადახდა
ვამზადებთ დოკუმენტებს ჩინეთში ავტომობილის შესაძენად, თან გახლავართ გადახდის პროცესში და ვაწარმოებთ საექსპორტო დოკუმენტაციას.
ლოგისტიკა
ვაორგანიზებთ საქართველოში მიწოდებას და ადგილზე ვიბარებთ ავტომობილს.
რეგისტრაცია
თან გახლავართ საქართველოში ავტომობილის რეგისტრაციის ყველა ეტაპზე.
მეორადი ჩინური მანქანები
ჩამოგვყავს მეორადი ჩინური ავტომობილებიც, შემოწმებითა და ტრანსპორტირებით.
- ~50 პარამეტრით შემოწმება
- საზღვრამდე ტრანსპორტირება
- დახმარება განბაჟებასა და რეგისტრაციაში
ავტომობილების მიმოხილვები და სასარგებლო ვიდეოები ჩვენს YouTube არხზე
განვიხილავთ შესაკვეთად ხელმისაწვდომ მოდელებს, გაჩვენებთ მათ მახასიათებლებს და გიზიარებთ იმას, რაც ღირს იცოდეთ ჩინეთიდან ავტომობილის არჩევამდე. ახალი ვიდეოები რეგულარულად ემატება - გამოიწერეთ არხი.
ყველა ვიდეოჩინური ავტომობილის შეძენა გსურთ? დაგეხმარებით მოდელის არჩევასა და შეკვეთაში თქვენი ბიუჯეტის მიხედვით
გამოგვყევით ახალი მოდელების, მიწოდების სიახლეებისა და კლიენტების ისტორიებისთვის
ხშირად დასმული კითხვები
შეთავაზება მოიცავს ავტომობილის ღირებულებას, საქართველომდე ლოგისტიკასა და ჩვენს მომსახურებას. საქართველოში განბაჟება და გაფორმება ცალკე ხარჯია. კონკრეტული მოდელის, კომპლექტაციისა და მიმდინარე პირობების მიხედვით საბოლოო ფასს შეკვეთამდე დაგიდასტურებთ.
საქართველოში მიწოდება ჩვეულებრივ 20–25 დღეს გრძელდება.
განბაჟება ლარში იხდება და მოიცავს აქციზს (დამოკიდებულია ძრავის მოცულობაზე, გამოშვების წელზე და ტიპზე, ელექტრო, ჰიბრიდი თუ ჩვეულებრივი), იმპორტის გადასახადს, 150 ₾ განბაჟების მოსაკრებელს და სერვისების სააგენტოს მოსაკრებლებს (330 ₾). ზუსტი თანხა გამოთვალეთ ჩვენს კალკულატორში, რომელიც შემოსავლების სამსახურის ფორმულას იყენებს. განბაჟებასა და რეგისტრაციაში დაგეხმარებით.
საქართველოში მწარმოებლის ოფიციალური გარანტია არ მოქმედებს. ავტომობილები ჩინეთის შიდა ბაზრიდანაა და მწარმოებლის გარანტია მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზე მოქმედებს.
დიახ. მოგვწერეთ სასურველი მოდელი და ბიუჯეტი. ჩინეთში შესაფერის ვარიანტებს შეგირჩევთ, შევამოწმებთ და საქართველომდე მიწოდებას მოვაწყობთ.
ხელშეკრულება ფორმდება ჩინურ საექსპორტო კომპანიასა და თქვენს შორის, ავტომობილის ღირებულებას კი ჩინეთში იხდით. შემდეგ ჩვენ ვაფორმებთ საექსპორტო ლიცენზიას. ლიცენზიის მზადყოფნის შემდეგ იხდით ლოგისტიკისა და ჩვენი საკომისიოს 50%-ს, დარჩენილ 50%-ს კი მანქანის საქართველოში მიღებისას. თანადაფინანსების შესახებ დაგვირეკეთ და პირობებს აგიხსნით.
ავტომობილს თქვენი მოთხოვნით ვარჩევთ: მოდელს, კომპლექტაციას, ძარისა და სალონის ფერს, დამატებით აღჭურვილობას. ვპოულობთ მას ჩინეთში ჩვენს მომწოდებელთან და პირდაპირ თქვენთვის ჩამოგვყავს, ამიტომ არჩევანი არ შემოიფარგლება იმ მოდელებით, რომლებიც საქართველოში უკვე იყიდება. საწყობში მანქანები არ გვაქვს, ყოველი შეკვეთა ინდივიდუალურია. ფასი ორი ნაწილისგან შედგება: ავტომობილის ღირებულება ჩინეთში, ლოგისტიკა და ჩვენი მომსახურება, ხოლო საქართველოში ცალკე იხდით განბაჟებას. ეს ფასი ხშირად ადგილობრივ ბაზარზე არსებულზე დაბალია. მომსახურების ღირებულება კონკრეტულ შეკვეთაზეა დამოკიდებული და საბოლოო შეთავაზებაში ჩანს.
დიახ. ჩამოგვყავს ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის ავტომობილი ჩინეთის შიდა ბაზრიდან, მათ შორის ისეთიც, რომელსაც საქართველოში ოფიციალური დილერები არ ყიდიან. ჩინეთიდან ექსპორტისთვის საჭიროა საექსპორტო ლიცენზია და მას ჩვენ ვაფორმებთ.
მეორად ავტომობილს სპეციალიზებულ სადგურზე დაახლოებით 50 პარამეტრით ვამოწმებთ. ახალი ავტომობილი პირდაპირ მომწოდებლისგან მოდის, ამიტომ დამატებითი შემოწმება, როგორც წესი, საჭირო არ არის, თუმცა თუ გსურთ, ესეც შესაძლებელია.














